
ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს და ახლა ჰესის სამთო საკეტებსა და საყრდენებზე სამუშაოებს აწარმოებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე ტერაქტების სერიას ამზადებენ. გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ იმყოფება კახოვკას წყალსაცავის კაშხალი და კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის ბლოკები.
"კაშხლის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი - ძირითადი დანაღმვის სამუშაოები ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. მიმდინარე კვირაში კახოვკას ჰესის საკეტები და სვეტები დამატებით დანაღმეს. კაშხალზე დამონტაჟებულია 2 სამხედრო სატვირთო მძღოლის გარეშე. ორივე მანქანა სრულად არის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებების ყუთებით“, - წერია უწყების განცხადებაში
დაზვერვა დარწმუნებულია, რომ "ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“.
მათივე ინფორმაციით, თუ კრემლის ეს გეგმები განხორციელდება, ათობით უკრაინული დასახლება, მათ შორის ხერსონი მძიმედ დაზარალდება. ამ შემთხვევაში, კი ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბები უკრაინის საზღვრებს გასცდება და გავლენას მოახდენს შავი ზღვის მთელ რეგიონზე.