ლოიდ ოსტინმა და შოიგუმ სატელეფონო მოლაპარაკება გამართეს - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან სატელეფონო ზარის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება. 

„2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შორის. განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის, სიტუაცია უკრაინაში“, - ნათქვამია რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ანგარიშში. 

რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა ბოლოს მოლაპარაკება 13 მაისს, სატელეფონო საუბრის დროს გამართეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი