ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს და მხარს სავარაუდოდ ბორის ჯონსონს დაუჭერს.
მედიის ცნობით, ის კატეგორიული არ ყოფილა მხარდაჭერის გამოხატვისას, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის კანდიდატურისკენ "იხრება" - "ამ ეტაპზე ბორის ჯონსონისკენ ვიხრები" - ამბობს უოლასი Sky News- ის ცნობით.
ამ განცხადებით, უოლასი გახდა მეორე მინისტრი ბრიტანეთის მთავრობაში, ეკონომიკის მინისტრის შემდეგ, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ბორის ჯონსონის კანდიდატურის მიმართ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც გუშინ, 20 ოქტომბერს ლიზ ტრასი გადადგა.