ომბუდსმენობის კანდიდატების სია პარლამენტშია | როგორ მიმდინარეობს პროცესი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ოპოზიციის რჩეული კანდიდატების სია პარლამენტშია. შემდეგი ეტაპი საკომიტეტო მოსმენებია, სადაც პრეტენდენტებმა საკუთარი პროგრამა უნდა წარადგინონ და დეკემბრის ბოლოს პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

თუმცა კანდიდატის დასამტკიცებლად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, გამომდინარე აქედან, მმართველი პარტიის და ოპოზიციის შეთანხმების გარეშე პროცესი ჩავარდება. ქართული ოცნება კი უკვე ახდენს პროცესის დისკრედიტაციას .

"ერთხელ დავთმეთ, ახლა არ დავთმობთ" - ეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც აღარ მალავს, რომ ხელისუფლებას ერთადერთი დამოუკიდებელი უწყების დამორჩილება სურს.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი