გაუმართავი ლიფტები საქართველოში - დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

გამოქვეყნდა:

გაუმართავ ლიფტებში დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა დიდი სიჩქარით მატულობს. მხოლოდ გასულ კვირას, საქართველოში ლიფტის შახტში სამი ადამიანი ჩავარდა.

1 . თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა

2. ტრაგედია დატრიალდა საბურთალოზე

3. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსში ლიფტი ჩავარდა

4. ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა

5. გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

6. ბათუმში ლიფტი მოწყდა , რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

7. თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში, ლიფტის ჩაწყდომის შედეგად,  დაშავებულები არიან

8. ბათუმში 3 წლის ბავშვი ლიფტის ჩახტაში ჩავარდა

დაშავებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. უდიდესი პრობლემა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. მგზავრობა, რომელიც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. დიდი ხნის წინ მოშლილი და ვადაგასული ლიფტებით დღესაც ვსარგებლობთ.

მხოლოდ 2020 წელს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტებში 30 უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა, სადაც  4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყო არასრულწლოვანიც. ქვედა კიდურების მოტეხილობით სამი მათგანი დღემდე  სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. გამოძიება გრძელდება, მეზობლები  ექპერტიზის პასუხის მოლოდინში არიან. 

16 ივნისს, საღამოს 9 საათზე, 35 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვან შვილთან, 12 წლის ბიჭთან ერთად  გამოდის საცხოვრებელი ბინიდან და ლიფტს იძახებს  მეცამეტე სართულზე. მგზავრობის დროს ლიფტი ჩერდება მეცხრე სართულზე , სადაც ორი ქალბატონი  შემოდის ლიფტში. მეცხრე სართულიდან 4 მგზავრი 1 სართულზე  უნდა ჩავიდეს.  სწორედ ამ დროს  ლიფტი მწყობრიდან გამოდის და სიჩქარით ვარდება პირველ სართულზე...

ეზოში  სათამაშოდ ჩამოსული 6 წლის ბავშვი საცხოვრებელ ბინაში ბრუნდებოდა. ლიფტი პირველ სართულზე  გამოიძახა,  რომელიც ერთი კვირის წინ შეამოწმეს. ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ  კაბინა ამ სართულზე არ ჩამოსულა. პატარა ბიჭი პირდაპირ შახტაში ჩავარდა.  გლდანში დატრიალებული უბედური შემთხვევის შედეგად, 6 წლის ბიჭმა მრავლობითი მოტეხილობები და შინაგანი დაზიარებები მიიღო.  ექვსი დღის მანძილზე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს დღეს საფრთხე აღარ ემუქრება. ეს ამ კორპუსში  პირველი შემთხვევა არ არის. გლდანში მოსახლება შეშინებულია...

ვინ არის  პასუხილმგებელი მრავალსართულიან  კორპუსებში არსებული ლიფტების ტექნიკურ მხარეზე, მოსახლეობის  უსაფრთხოებაზე  და ვინ უნდა აგოს პასუხი?  კანონი გვავალდებულებს, რომ ლიფტებს   პერიოდული ინსპექტირება,  სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, თუმცა ამის პრეცედენტი თითქმის  არ არსებობს, არავინ ამოწმებს. ლიფტები , რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ და ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ, უკონტროლოა.

მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობა საკუთარი ძალით რომ ვერ აგვარებს ლიფთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს, ამის თვალსაჩინო მაგალითი ზაქარიაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაკიგული შემთხვევაა. 10 წლის მანძილზე შახტის გარშემო არსებული რკინის ბადე  მეშვიდე სართულზე სრულიად დაზიანებული იყო. მოსახლეობის თხოვნის მიუხედავად, ყურადღება არავინ მიაქცია. უბედურ შემთხვევას 9 წლის მარიამი შეეწირა. 

ფატზე გამოძიება დაიწყო. იმ კომპანიის სამი თანამშრომელი, რომელთაც კონკრეტულად ამ კორპუსის ლიფტი ჰქონდათ ჩაბარებული, დააკავეს .

ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად სპეციალისტები კომპეტენციას  ასახელებენ . საქართველოში  2012 წლიდან აღარ არსებობს პროფესიული სასწავლებლები. მექანიკოსების დიდი ნაწილი თვითნასწავლია. ასევე არ არის აღრიცხული  ლიფტების რაოდენობა. 

საქართველოში დაახლოებით 18 ათასამდე ლიფტს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მოძველებულია და ხშირად ფუჭდება.  მოსახლეობა არჩევანის წინაშე დგას - სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელი ლიფტებით გადაადგილდნენ თუ მრავალსართულიან კორპუსში ფეხით დღეში რამდენჯერმე ავიდნენ , რაც თითქმის წარმოუდგენელია.

დევნილთა მრავალსართულიან  შენობაში მხოლოდ ერთი ლიფტი ფუნქციონირებს. როგორც ყველა საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსეში, აქაც სართულებს შორის გადაადგილება საშიშია.

ამორტიზირებული ლიფტების დიდი ნაწილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მფლობელობაშია და სტატისტუკურად, ინციდენტების დიდი ნაწილი სწორედ აქ ხდება. სახელმწიფო არც კი ამოწმებს მათ ვარგისიანობას.  უბედური  შემთხვევების სტატისტიკა იმატებს და მსხვერპლი გარდაუვალია, თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრა.

ავტორები: გურანდა ავალიანი, ავთო მესხი, ნიკა შუბითიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი