ბოლო ერთ თვეში, სვეტიცხოველში წყალი მეორედ ჩავიდა | რას ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო?

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო,  სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებითი ინფილტრაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს და წერს: 

"მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა. 
ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება. 
შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.
ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის  სრულფასოვნად აღმოფხვრა." - აცხადებს სააგენტო

შეგახსენებთ, სვეტიცხოველში წყლის ჩასვლაზე პირველი ინფორმაცია 22 მარტს ამავე სააგენტოდან გახდა ცნობილი. დღეს კი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი