89 წლის ასაკში, პერუელი ნობელიანტი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა ალვარო ვარგას ლიოსამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი მამა, მარიო ვარგას ლიოსა, მშვიდ ვითარებაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა, ლიმაში" - დაწერა მწერლის შვილმა.
მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რომანისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე. ნობელის პრემია მას 2010 წელს „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.