
იტალიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.
ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯა მელონიმ ახალი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება დაასრულა და ფიცს დღეს დადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯორჯა მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.