ჩამოვაგდეთ რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ამ წუთებში კიევში საჰაერო განგაშია.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

მადლობა ჩვენს დამცველებს!

საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.

დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები", - წერს კლიჩკო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი