"ლუგანსკში სადაზვრევო სამუშაოს დროს ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა" | პუტინის ომს უკრაინაში ერთ დღეში 2 ქართველი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული კიდევ 2 ქართველი გმირი - მიხეილ ყაფალინშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი ყველაზე ცხელ წერტილებში რუსებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. ის  უკრაინაში ომისდაწყების პირველი დღიდან ჩავიდა და სხვადასხვა ოლქში იბრძოდა. ბოლოს ლუგანსკში სპეცოპერაციაზე იმყოფებოდა და ერთ-ერთ სოფელში დანაყოფთან ერთად შედიოდა დასაზვერვად, რა დროსაც ოკუპანტებმა საჰაერო დაბომბვა დაიწყეს. სწროედ ამ დაბომბვას ემსხვერპლა მიშა კაპლანი.

მისი ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია. 

"ლუგანსკის ოლქში ერთ-ერთ სოფელში შედიოდნენ, სადაზვრევო სამუშაოს ასრულებდნენ და დაბომბვის ქვეშ მოყვნენ. ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა. ფრონტის ხაზიდან გამოყვანილია. ამჟამად ხარკოვშია, იქიდან კიევში გადმოვასვენებთ და კიევიდან საქართველოში",- ამბობს ვანო ნადირაძე. 

აღსანიშნავია, რომ მიშა კაპლანი იყო საქართველოში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი. ის საერთაშორისო ლეგიონში ირიცხებოდა. 

უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა ალექსანდრე 24 წლის  მარტიაშვილი, ის ხერსონის ოლქში შეტაკებების დროს დაიღუპა. გადმოსვენებულია თუ არა ცხელი წერტილიდან 24 წლის მებრძოლი ჯერჯერობით უცნობია. 

ოკუპანტებთან ბრძოლაში მხოლოდ 2022 წელის თებერვლის შემდეგ 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი