იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო

გამოქვეყნდა:

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მის მინისტრთა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი დადო

"ვფიცავ, რომ რესპუბლიკის ერთგული ვიქნები", - თქვა 45 წლის მელონმა და ხელი ჩამოართვა პრეზიდენტ სერჯო მატარელას.

აღსანიშნავია, რომ იტალიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“. 

რედაქტირება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი