აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე - 3 ადამიანი კლინიკაშია | ადგილობრივები მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ლაღიძის ქუჩაზე, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამის პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც დაშავებულების მანქანაა გაჩერებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ: ერთი ვერსიის თანახმად, ადგილზე ერთმანეთს ორი ადამიანი დაუპირსიპირდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორის წინააღმდეგ ხელყუმბარა გამოიყენა. მეორე ვერსიით კი, ავტომობილს, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა, ხელყუმბარა ესროლეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა - დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმნაციით კი, მესამედ მდგომარეობა მძიმეა, უცნობია რომელ კლინიკაშია ის.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი