რუსეთი: ბელგოროდში დაბომბვას 2 ადამიანი, მათ შორის 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინო დაბომბეს და შედეგად ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა

BBC-ის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ ქალაქ შებეკინოს დაბომბვისას ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვანი. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია 11 დაშავებულზე.

გარდა ამისა, თითქმის 15 ათასი ადგილობრივი მცხოვრები ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა“, - წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თავის ტელეგრამაში.

გაზეთი „იზვესტია“ იუწყება, რომ შებეკინოში მამაკაცი და 16 წლის ბიჭი მოკლეს.

უკრაინის ხელისუფლებას შებეკინოს დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი