უკრაინაში 1,5 მლნ აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - ტიმოშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით,  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმების შემდეგ დაახლოებით 1,5 მლნ აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"მტერი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმას", - წერს ტიმოშენკო თავის Telegram არხზე.

მისივე ინფორმაციით,  კიევის დროით 12:10 სთ-ის მონაცემებით, ხმელნიცკის ოლქში ელექტრო ქსელიდან გათიშული იყო 672 ათასი აბონენტი, მიკოლაევის ოლქში - 188,4 ათასი, ვოლინის რეგიონში - 102 ათასი, ჩერკასის რეგიონში - 242 ათასი. , რივნეში - 174,7 ათასი, კიროვოგრადში - 61,9 ათასი, ხოლო ოდესაში - 10,5 ათასი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი