
ამერიკელი გენერალი და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომში, მრავალეროვნულ კონტიგენტს მოუწიოს ჩართვა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.
"ვფიქრობ, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაში ისეთი შოკისმომგვრელი და საშინელი ქმედებების განხორციელება, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ამა თუ იმ გზით უპასუხონ, მაგრამ როგორც მრავალეროვნულ ძალას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და არა როგორც ნატოს ძალას. “, - ამბობს გენერალი
მისივე თქმით, ომის გაფართოება ვლადიმერ პუტინის ინტერესებში არ შედის.
"მისი ძალები უკვე ჩამრჩებიან უკრაინის ძალებს და ყველაზე ნაკლებად მას სჭირდება ფართო კონფლიქტი", - ამბობს პეტრეუსი