დღეს ოკუპანტებმა უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 36 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობაც უკრაინელებმა ჩამოაგდეს. 

  "აგრესორი ჩვენი ქვეყნის ტერორს აგრძელებს. ღამიდან მოყოლებული მტერმა მასიური შეტევა განახორციელა: 36 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს. მადლობა ყველა საჰაერო თავდაცვის სამსახურს გაწეული მუშაობისთვის. მადლობა ყველა ენერგეტიკოსს და სერვისს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე და აღადგენენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. თქვენ ჩვენი გმირები ხართ" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი