რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლება - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვე:

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას.

ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები, ხოლო ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი ევაკუირებულია ბერისლავიდან." ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში 

უწყების ინფორმაციით, ხერსონში გაზრდილია ძარცვის ფაქტები. ოკუპანტები  ადგილობრივებს მანქანებს ართმევენ იმისთვის, რომ ქალაქიდან გაიქცნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი