„რეფერენდუმი არის წერტილი ამ ამბავში. მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორია, თუ მოლაპარაკება სურთ. ისინი უნდა გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან და დაგვიტოვონ ჩვენი მიწა 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და შემდეგ ჩვენ ვიტყვით რა ფორმატში და ვისთან ვართ მზად ვისაუბროთ. ეს არის სამართლიანი. სალაპარაკოდ, ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ მომენტს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოები საუბრობდნენ და ეს იყო ომამდე - 2014 წლამდე"
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადურ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, რა შემთხვევაში გაგრძელდება რუსეთთან მოლაპარაკებები.