ჩვენ ახლა ერთად ვაჩვენებთ, რომ უკრაინული ცხოვრების დანგრევა შეუძლებელია - ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით პიკის საათებში. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტყუილია რუსი პროპაგანდისტების გამოსვლები იმის თაობაზე, რომ უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმები, უკრაინის დამცველებს შეაჩერებს: 

მთელი ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკული ინდუსტრიის სტაბილურობა დამოკიდებულია უკრაინის თითოეულ ქალაქსა და რაიონზე. გთხოვთ, შეზღუდოთ მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც მოიხმარენ ბევრ ელექტროენერგიას. და განსაკუთრებით მოხმარების პიკის საათებში დილით და საღამოს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ენერგოკომპანიების შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება მოხდეს სტაბილიზაციის შეფერხებები თქვენს ქუჩაზე ან თქვენს რაიონში. დაგეგმეთ თქვენი დღე ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. ჩვენ ახლა ერთად ვაჩვენებთ, რომ უკრაინული ცხოვრების დანგრევა შეუძლებელია.

 მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: არც ტერორისტების ეს დარტყმა და არც სხვა მსგავსი დარტყმა არ შეაჩერებს ჩვენს დამცველებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ამ ტერორმა ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ხალხის წინააღმდეგ შეიძლება როგორმე შეანელოს ჩვენი სამხედროების აქტიური მოქმედება ან შეუქმნას გარკვეული სირთულეები ჩვენს თავდაცვას. უკრაინელები გაერთიანებულები არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები იღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად და ყოველდღიურად მიიწევენ წინ - ხაზს ვუსვამ: ყოველ დღე." ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი