ირანი ამარაგებს რუსებს დრონებით, ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ირანი ამარაგებს რუსებს დრონებით...ამარაგებს უკრაინელების მკვლელობებს, ეს არის მათი შეთანხმება ფულზე" -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  კანადურ ტელეარხებთან CTV და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა

"ირანი აწვდის რუსებს დრონებს, ეს მათი ფულადი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი იღებს. მათ შეიძლება თქვან: “ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები”... ჩვენ კონკრეტიკას ვამბობთ - ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და აგრძელებენ კვლას. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს, რამდენიმე ასეული კი უკვე გადაცემულია" - ამბობს ზელენსკი

მისივე თქმით, ირანის ნდობა არ შეიძლება, რადგან შეუძლიათ საზოგადოებას უთხრან, რომ "არაფერს ყიდიან, რაც სიცრუეა, რადგან ისინი უკრაინელ ხალხს კლავენ". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი