პარლამენტის თავმჯდომარე კრიმინალების სამიზნე გახდა - თალაკვაძის სადარბაზოდან იარაღი ამოიღეს

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში პოლიცია თითქმის 5 საათი მუშაობდა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო 3 დალუქული პარკით,  სამუშაოებისას მოპოვებული მტკიცებულებები წაიღეს. ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი პარლამენტის თავმჯდომარის სახლის კართან ნაპოვნი  ცეცხლსასროლი იარაღიც. ამ დროისთვის ისევ უცნობია ვინ და რა მიზნით დადო იარაღი თალაკვაძის სახლთან. 

შსს-ს პრესსამსახურის  ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღი პირველ და მეორე სართულებს შორის კიბის უჯრედში იპოვეს. საეჭვო ნივთი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და რეაგირებისთვის პოლიცია გამოიძახა. 

ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში, პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ რომ მსგავსი ფაქტები ბნელ 90-იანებშიც არ ახსოვთ. მათი ცნობით კორპუსს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს, ადგილზე კი არაერთი სათვალთვალო კამერაა, თუმცა ამის მიუხედავად, თავს დაცულად არ გრძნობენ

არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელი ბინა რამდენიმე თვის წინაც მოხვდა ყურადღების ცენტრში. მაშინ თალაკვაძის ბინა გაქურდეს და სეიფი წაიღეს, სადაც ფული და იარაღი ინახებოდა.

საეჭვო იარაღზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი