ირანი აშშ-ს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში „პირდაპირ ჩარევაში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ირანმა შაბათს განაცხადა, რომ ის მიიღებს სამართლებრივ ზომებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და დაადანაშაულა იგი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში "პირდაპირ ჩართულობაში".

თეირანმა, ასევე, გააფრთხილა გაერთიანებული სამეფო და საუდის არაბეთი რომ "ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის მიერ" რეაგირების გარეშე არ დარჩება მათი როლი სატელევიზიო ქსელების მხარდაჭერაში, როგორიცაა BBC Persian და Iran International - რომლებიც, ოფიციალური თეირანის მტკიცებით, მოუწოდებდნენ მომიტინგეებს "გაენადგურებინათ საჯარო და კერძო სტრუქტურები". 

ანტისამთავრობო პროტესტებმა მოიცვა ირანი 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ. 22 წლის ქალი, რომელიც "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას სასტიკად სწორედ ირანელი სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

Cnn-ის ცნობით, გაფიცვები და საპროტესტო აქციები გახდა ჩვეულებრივი სანახაობა ქალაქებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტები დედაქალაქის ქუჩებში სკანდირებენ "სიკვდილი დიქტატორს" - უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მითითებით. 

პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს "ირანის მამაც ქალებს, რომლებიც ახლა წინააღმდეგობას წევენ თავიანთი ძირითადი უფლებების დასაცავად".

შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა სანქციები ირანის მორალურ პოლიციაზე „ირანელი ქალების მიმართ ძალადობისა და მშვიდობიანი ირანელი მომიტინგეების უფლებების დარღვევისთვის“ და თქვა, რომ მუშაობს ირანელებისთვის ინტერნეტთან წვდომის გასაადვილებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი