
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოიპოვა ისტორიული მესამე ვადა კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტზე - ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კვირას აირჩია სი ძიპინი გენერალურ მდივნად პრეცედენტული ხუთწლიანი ვადით.
”მინდა, მთელ პარტიას გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ. გულმოდგინედ ვიმუშავებთ ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად, რათა დავიმსახუროთ ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის ნდობა" - თქვა მან დანიშვნის შემდეგ.
ყრილობამ ასევე დაამტკიცა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა. სიაში ვერ მოხვდა პოლიტბიუროს ამჟამინდელი მუდმივი კომიტეტის შვიდი წევრიდან ოთხი.