ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს | დაშავებულია 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დილით რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის OVA-ს ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

"დილით რუსებმა ისევ დაბომბეს ნიკოპოლის რაიონი. ცეცხლში გახვიეს ნიკოპოლი", - აღნიშნა მან.

წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ორი მათგანი მანქანით მოძრაობდა, როცა მანქანის გვერდით რუსული ჭურვი აფეთქდა...“ - განმარტა რეზნიჩენკომ.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით,  ქალაქში დაინგრა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და რამდენიმე კერძო საწარმო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი