უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "მოტორ სიჩის" პრეზიდენტი ღალატის ბრალდებით დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში სააქციო საზოგადოება "Мотор Сич-ის" პრეზიდენტი დააკავა. 83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი ეჭვმიტანილია ღალატსა და რუსეთთან თანამშრომლობაში.

"მოტორ სიჩი" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფირმაა თვითმფრინავის ძრავების, ვერტმფრენებისა და სამრეწველო გაზის ტურბინების წარმოებაში.

ბოჰუსლაევი, რომელიც გავლენიან პირად ითვლება და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, სამჯერ აირჩიეს უმაღლეს რადაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის "რეგიონების პარტიიდან". 2014 წელს კი კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი