
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიხელ ყაფლანიშვილის დედა, გულიკო მაღრაძე ამბობს, რომ შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ეუბნებოდა, რომ ომში იყო, რათა არ ენერვიულა.
"საქარველო იყო მისთვის პირველი. კი ყველა უყვარდა, ყველასთვის იყო, მაგრამ საქართველო უმთავრესად. მეამაყება, რომ ასეთი შვილი გავზარდე, მაგრამ ცოცხალი მინდოდა, რომ ყოფილიყო. რამდენიმე თვის წასული იყო უკრაინაში, მაგრამ მე არ ვიცოდი, არ მეუბნებოდა, იმიტომ, რომ მიფრთხილდებოდა. ასეთი თბილი შვილი იყო. მერე მითხრა როდისღაც 3 თვის მერე. წინა ხაზზე არ წაიყვანენ მეთქი, იმიტომ,რ ომ ავტომატი ხელში არ სჭერია და ამის იმედი მქონდა"- ამბობს გულიკო მაღრაძე, მიშა კაპლანის დედა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, მიშა კაპლანის ცხედარს დღეს ხარკოვის ოლქიდან კიევში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირი მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
ამავე თემაზე: