"კიდევ უფრო მეტი დოკუმენტაცია შეგროვდება, რაც უზრუნველყოფს წულუკიან-კობახიძე-ივანიშვილის დასჯას" | ხაბეიშვილი გაყალბების მტკიცებულებებზე

გამოქვეყნდა:

"დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტი დოკუმენტაცია შეგროვდება, რაც უზრუნველყოფს წულუკიან-კობახიძე-ივანიშვილის დასჯას" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში გუშინ გასაჯაროებულ მტკიცებულებებს, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. 

გუშინ "მთავარის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ნორმალურ ქვეყნებში კობახიძეს და იუსტიციის მინისტრს, ყოფილს, თეა წულუკიანს, მისცემდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. წარმოუდგენელია გაყალბების მასშტაბის დოკუმენტაციები, რომლებიც გასაჯაროვდა და "ქართული ოცნებისვე" აქტივისტი თავისი დოკუმენტებით ამხელს სისტემას, რეჟიმს, რომელმაც გააყალბა მათ შორის 2020-21 წლის არჩევნები. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტი დოკუმენტაცია შეგროვდება, რაც უზრუნველყოფს წულუკიან-კობახიძე-ივანიშვილის დასჯას, - ამბობს ხაბეიშვილი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი