5 წლის წინ ჩვენმა ჟურნალისტებმა ჰოლანდიაში მოყვარულ ფოლკლორისტთა ანსამბლი "მერანი" აღმოაჩინეს, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს დიდ მონდომებით სწავლობდა და ასრულებდა. მომღერლებს შორის სხვათა შორის ამსტერდამის ყოფილი მერიც იყო და ნიდერლანდების მთავრობის ყოფილი წევრიც.
ამ წლების განმავლობაში საქართველოში ანსამბლმა არაერთხელ იმოგზაურა, კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ქართული ფოლკლორი, საგალობლები და "მერანის" თითოეული წევრიც ერთგვარად საქართველოს კულტურის დესპანად იქცა. საქართველოში ბოლო მოგზაურობა ანსამბლმა "პოსტ ფაქტუმთან" ერთად დაგეგმა.