
სირიის ხელისუფლება ისრაელს დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმებში ადანაშაულებს. ინფორმაციას სირიულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს სამხედრო წყაროები უდასტურებენ.
"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა სწრაფად იმოქმედეს და ისრაელის ჭურვების უმეტესობა ჩამოაგდეს" - თქვა ანონიმურმა წყარომ და აღნიშნა, რომ თავდასხმა 21 ოქტომბრის 23:00 საათზე დაიწყო.