23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს უკრაინელების მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენებაზე ესაუბრა.
შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომში "ბინძური ბომბის" გამოყენებით გეგმავს პროვოკაციას.
შოიგუს ბრალდებებს დღეს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უპასუხეს და მას "ცხადი სიცრუე" უწოდეს.
რა არის "ბინძური ბომბი?"
ბინძური ბომბი ან რადიაქტიური მასალის გამავრცელებელი მოწყობილობა (RDD) არის შესაძლო რადიოლოგიური იარაღი, რომელიც აერთიანებს რადიოაქტიურ მასალას ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან.
იარაღის დანიშნულება აფეთქების ზონის მიმდებარე ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება და უპირველეს ყოვლისა, ამ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცხოვრების გართულებაა.
ბინძური ბომბი არ არის ბირთვული იარაღი, რომელიც ბირთვული ენერგიის გამოთავისუფლებით ქმნის აფეთქების ეფექტს, რომელიც ბევრად აღემატება გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, ვიდრე და ზიანი, რაც შეიძლება მიღწეული იყოს ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
ამავე თემაზე: