ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკებების გზით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომი "მოლაპარაკებების გზით უნდა დარეგულირდეს". 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, ბუნებრივია შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკებების გზით.

ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარებისა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობის", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი