როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ყირიმის ხიდი არსებობას შეწყვეტს - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყირიმის ხიდი ძლიერ დაზიანდა. ეს ხიდი „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი სიმბოლოა. კრეისერი "მოსკოვი" ფსკერზე წავიდა, ყირიმის ხიდიც ფაქტობრივად დაეცა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ რეჟიმს ბევრი დრო არ აქვს - აცხადებს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში, კითხვაზე - რა ბედი ეწია ყირიმის ხიდს?

ბუდანოვი მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხიდი აუცილებლად დაინგრევა: 

"როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ეს ხიდი არსებობას შეწყვეტს. არავის სჭირდება ეს სატრანსპორტო არტერია"- ამბობს კირილ ბუდანოვი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი.

რუსული ოკუპაციის მთავარი სიმბოლო და პუტინის სიამაყე, 19 კილომეტრიან ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ხანძარი რკინიგზის ნაწილზე გავრცელდა, რის გამოც დაზიანდა საავტომობილო გზაც.  რუსეთი მომხდარში უკრაინას, კონკრეტულად კი ბუდანოვს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ "ტერაქტი" უშუალოდ მისი დაგეგმილი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი