პროკურატურამ ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, მომხდარ,დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც 3 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დაკავებულს ბრალი 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი