მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია მაპოვნინოთ ის - ნიკა გვარამია სასამართლოს

გამოქვეყნდა:

"ვმოძრაობთ წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ" - ასე დაასრულა სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვა. დღეს მისი ბოლო პროცესი გაიმართა. 

ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს უთხრა, რომ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რასაც სინდისი უკარნახებთ, სინდისი კი ისეთი რამაა, რის ქონასაც ადამიანს ვერ მოსთხოვ.

"ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა სხვა დროს რომ მიღებული ეს გადაწყვეტილება და ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო მიღებული პატიმრობის ნაცვლად და ახლაც იგივე რეაქცია მექნება. ჩემი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა, ჩემი ბრძოლაში არაფერს არ შეცვლის საერთოდ, უფრო სწორედ, გარეთ ვიქნები და კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც ჰქვია სამართლიანობა. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას, თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ შეატყობინებს საზოგადოებას როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი