
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს, ტონი რადაკინსა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილს ტელეფონით ესაუბრა.
არსებული ინფორმაციით, საუბრისას რუსეთის მიერ მტკიცებულების წარდგენის გარეშე, უკრაინის მხრიდან შესაძლო "ბინძური ბომბის" გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდება განიხილეს.
საუბრისას ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ტონი რადაკინმა უარყოფს რუსეთის ბრალდებები, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის მიზნით მოქმედებებს გეგმავს.
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რო მართონ არასწორი გაანგარიშების რისკი და ხელი შეუწყონ დეესკალაცია.