უკრაინელებმა მტრული და მეგობრული ქვეყნები დაასახელეს - საქართველო სიაში არაა

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა ყველაზე მტრულად განწყობილი და მეგობრული ქვეყნები დაასახელეს. საქართველო სიაში არ არის. 

უკრაინის სოციოლოგიური ჯგუფის, "რეიტინგის" მიერ 8-9 ოქტომბერს ჩატარებული ეროვნული კვლევის მონაცემების მიხედვით,  დღეს უკრაინელები ყველაზე მეგობრულ ქვეყნებად მიიჩნევენ: პოლონეთს, ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას. ასევე მეგობრულ ქვეყნებად განიხილავენ ფინეთს, შვედეთს, დანიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, გერმანიასა და იაპონიას.

გამოკითხულთა  ნახევარი თურქეთსა და ყაზახეთს მეგობრულად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულთა 40% - ნეიტრალურად. გამოკითხული უკრაინელების უმრავლესობისთვის ნეიტრალური ქვეყანაა ჩინეთიც.

გამოკითხულთა 41%  უნგრეთს  მტრულ  სახელმწიფოდ ასახელებს, 26% ნეიტრალურად, ხოლო 21% მეგობრულად.

ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინელებისთვის აბსოლუტურად მტრული ქვეყნებია ბელარუსი (85%) და რუსეთი (97%).

სოციოლოგიურმა ჯგუფმა გამოკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმის და დონბასისა, ასევე იმ ტერიტორიებისა, სადაც გამოკითხვის დროს არ იყო უკრაინის მობილური კავშირი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი