"ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს" | პელოსი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელომა, ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ  ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს.

"ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელები გარკვეულწილად წარმატებით აჩერებენ მათ, თუმცა ის სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შეჩერდეს" - ამბობს პელოსი.

მისივე თქმით, ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობისას კარგად დაფიქრდნენ.

პელოსის თქმიმთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი