რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგება

გამოქვეყნდა:

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობების შესრულებას დღეიდან, 25 ოქტომბრიდან 
შეუდგება.

Reuters-ს ინფორმაციით, რიში სუნაკი მეფე ჩარლზს შეხვდება, რის შემდეგაც ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციის გარეთ სიტყვით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ სუნაკთან ერთად პრემიერმინისტრობისთვის პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში თავისი კანდიდატურა გაწია და მხარი სუნაკს დაუჭირა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. 
ბრიტანეთში ახალი პრემიერმინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი