
Reuters-ის ინფორმაციით, ბურკინა-ფასოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯიბოს დასახლებასთან მდებარე სამხედრო ბაზას "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლთა ჯგუფი დაესხა თავს.
ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია 18 თავდამსხმელი.