საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერს სხდომაზე იბარებს. უკვე ცნობილია, რომ კახა კალაძე არ პირებს მათი მოთხოვნის გაზიარებას. თბილისის მერმა განაცხადა, რომ თავად გადაწყვეტს როდის მივიდეს უწყებაში.
საკრებულოს ოპოზიცია კი დღეს ბრიფინგს გამართავს რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად. მმართველი გუნდის ოპონენტებმა კახა კალაძის დასაბარებლად საჭირო რაოდენობის ხელმოწერებიც შეაგროვეს. დეპუტატებს კახა კალაძესთან ვაკის პარკში მომხდართაბ დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ.