ბრიუსელში, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა ნიკა გვარამიას საქმე და საქართველოში მედიის კუთხით არსებული ვითარება:

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი იმის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გზა, რომელსაც ქართული ოცნება ადგას, არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე, იმიტომ, რომ არ ჩანს მათი მხრიდან პოლიტიკური ნება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და იმ რეფორმების, რომლებიც მოცემულია 12 პუნქტში. ესაა- საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა და აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იცით, რომ ევროპარლამენტმა ამას რეზოლუციაც მიუძღვნა ცალკე." განაცხადა ვაშაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები გასულ კვირას ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები გაიმართა იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ქართველი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბრიუსელში ქართული ოცნების მხრიდან ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, შესრულდეს 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შესაბამისად, გიორგი ვაშაძის თქმით, დეკემბერში არანაირი შეფასების მისია არ იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი