კორუფციული გარიგებების სქემები ხარაგაულში ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაშიფრა.
ხარაგაულის მერი , მერის ძმა, რომელიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ- აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის თქმით მერის ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი თავისივე კომპანიაში დასაქმებული პეტრე ავალიშვილის საბუთებით ახორციელებს სოფლის პროგრამებით გათვალისწინებულ პროექტებს.
ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ პროექტები საკრებულოს ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, მაგრამ სამუშაოები ან დაწყებული არ არის,ან მიტოვებულია.
ოპოზიციონერების განცხადებით, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კიაზო გამრეკელაშვილი ასევე სხვისი საბუთებით ახორციელებს სოფლის პროექტებს.