ვახტანგ გულუას ბურუსით მოცული სიკვდილი - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ვახტანგ გულუას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ დაახრჩეს, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირზე იმ საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოაგდეს, რომელიც გულუას ჰქონდა ნაქირავები.

ოჯახი ყვება, რომ კონფლიქტი მეგობარ გოგოს უკავშირდება. ისინი გამოძიების სწორად წარმართვასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. 

როდის იქნება ცნობილი ექსპერტიზის პასუხი, ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ გამოძიება მათ საქმის კურსში არცერთ დეტალზე აყენებს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა კაცი 8 ივლისს იპოვეს. მაშინ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გულუას ოჯახის წევრები პირველივე დღიდან გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ეს თვითმკვლელობა კი არა, მკვლელობა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი