მოკლულია 40 კადიროველი - ხერსონის ოლქში უკრაინამ მათი ბაზა დაბომბა

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კადიროველების ბაზა დაბომბა. გენშტაბის ინფორმაციით, აფეთქების დროს 40 კადიროველი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, მძიმე ვითარება მყოფი კადიროვის მებრძოლები. განადგურებულია  ბაზა, საიდანაც ოკუპანტები რუს სამხედროებს ანაწილებდნენ.

ხერსონის პარალელურად, აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, სადაც ბიზნესს ცენტრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ცნობილია რომ ამ ბიზნეს ცენტრში ოკუპანტები და ეფ-ეს-ბეს წევრები ცხოვრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი