
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა. ბუკინგჰემის სასახლეში ის მეფე ჩარლზ III-ს უკვე შეხვდა.
ის წელს დიდი ბრიტანეთის მესამე პრემიერმინისტრია. მოგვიანებით დაუნინგ სტრიტზე სუნაკი განცხადებას გააკეთებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ბრიტანეთში ახალი პრემიერმინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს.