პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს მარიკა არევაძე პასუხობს.
საკანონმდებლო ორგანოში გასაუბრებაზე ელოდებიან გიორგი ბურჯანაძეს. პირველი კი ანა აბაშიძე იყო. სამივე არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი არც ერთ პარტიასთან არ უნდა იყოს აფილირებული, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი შეეცდება მათთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას. ქართული ოცნების წევრები მოსმენაზე წინასწარ დაწერილი კითხვებით მივიდნენ.
"ჩასანიშნი წიგნაკია, დიახ ვარ მომზადებული , წითლიძე ნაცია და დიაგნოზი აქ, გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობს ხელს და თუ არ უკარნახეს პარტიიდან, თვითონ არ აქვს ამის ინტელექტი და უნარი, თვითონ დასვას და მოამზადოს კითხვები" - ასე უპასუხა "ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა წინასწარ მომზადებულ შეკითხვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ ფეისბუქზე დრეს სწორედ ღუდუშაურის ე.წ. შპარგალკა გამოაქვეყნა, რომელიც დეპუტატს მეილზე მიუვიდა და სადაც ჩამოწერილი იყო, რა კითხვები უნდა დაესვათ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის.