სენაკის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - მმართველმა გუნდმა პოსტზე საბა ოდიშარია აირჩია. სხდომა 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად განახლდა. მიზეზი "ქართული ოცნების" პროტესტი იყო, რადგან უმრავლესობას საკრებულოში ოპოზიცია წარმოადგენდა, რის გამოც ისინი სხდომაზე არ ცხადდებოდნენ.
მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გადავიდა, თეკლათში ხელმეორე არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობდა.
საკრებულოს ოპოზიციონერ თავმჯდომარეს უფლებამოსილება სასამართლოს მეშვეობით შეუჩერეს.