შტაინმაიერის ჩერნიგოვში ყოფნისას საჰაერო განგაში ჩაირთო და ბუნკერში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში, ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო, რის გამოც, ის ადგილობრივებთან ერთად, თავშესაფარში გადაიყვანეს.

შტაინმაიერს სოფელ კორიუკოვკას სარდაფში საათნახევრის გატარება მოუწია.

შტაინმაიერი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა. კიევში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. 

შეგახსენებთ, შტაინმაიერს თავდაპირველად გასულ ხუთშაბათს სურდა კიევში ჩასვლა, თუმცა, მან ვიზიტი უსაფრთხოების გამო გადადო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი