
უკვე მესამე დღეა, 33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაშია. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.
ოჯახს იმედი აქვს, რომ დღეს ზაზა გახელაძეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოინახულებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც ცნობილი გახდება. ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი, მორიგ სახიფათო პროვოკაციად შეაფასა და ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან ორი დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად კი გახელაძე ფეხში დაიჭრა.