ხმაური პარლამენტში | ცხოველთა უფლებადამცველების თქმით, კანონპროექტი არაკომპეტენტურია

გამოქვეყნდა:

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა კანონის განხილვა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. სამუშაო შეხვედრას პარალელურად ცხოველთა უფლებების დამცველები, ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები ესწრებიან. გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონის მიხედვით შესაძლოა, დიდი ჯიშის ცხოველის ყოლის უფლება 25 წლამდე ასაკის პირს აეკრძალოს, გარდა ამისა, იზღუდება შინაური ცხოველის მიკედლების ადგილებიც.

ავტორთა ინიციატივა მიუღებელია ცხოველების უფლებათა დამცველებისთვის, მათი თქმით, კანონპროექტი არაკომპეტენტურია და არ ასახავს ცხოველების რეალურ საჭიროებებს. 

"მუნიციპალურის დირექტორს მე არ მოვუსმენ, არ ვთვლი მე მაგას კომპეტენტურად არ არის ცხოველთა მოყვარული ადამიანი, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ სადაც მიჰყავთ თავშესაფარში, ასტერილებენ, გამოჰყავთ მოვალეობას იხდიან და 1 დღის გასტერილებული ცხოველები, გადახსნილები, სისხლმდინარეები ყრიან ქუჩაში" - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განსაკუთრებული უკმაყოფილება მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის გამოჩენას მოჰყვა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი